Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№12/29 - 01

12.04.2021

ქ.თბილისი

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთწლიანი HR-ის სამაგისტრო პროგრამის   შრომის ბაზრის კვლევების  დაზუსტების მიზნით კვლევითი ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

                                                                  ვბრძანებ:

1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამებისა და ერთწლიანი HR-ის სამაგისტრო პროგრამის   შრომის ბაზრის კვლევების  დაზუსტების მიზნით შეიქმნას კვლევითი ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ეთერ  ხარაიშვილი  (კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი)

ბ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი

გ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი

დ) ასოცირებული პროფესორი მაია გიორგობიანი

ე) პროფესორის ასისტენტი ირმა ტყემალაძე

ვ) პროფესორის ასისტენტი დეა ფირცხალაიშვილი

ზ) პროფესორის ასისტენტი ანა ანანიაშვილი

თ) დოქტორანტი, ნინო ტალიკაძე, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი

ი) დოქტორანტი, ნინო ლობჟანიძე, ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  სამსახურის უფროსი სპეციალისტი

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი          გიორგი ღაღანიძე